საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან თანამშრომლობით, საგრანტო პროგრამის ბენეფიციარებს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი რესურსები პროექტების განხორციელებისთვის.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
- 25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები
- დაწყების თარიღი: 4 სექტემბერი 2023
- დასრულების დრო: 4 ოქტომბერი 2023 23:59
- დარჩენილი დღეები: 30
მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ასევე ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;
აღნიშნული პროგრამა თქვენთვისაა:
თუ მუშაობთ ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამაზე, ხართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი ან აპირებთ დარეგისტრირებას აღნიშნულ რეგიონში.
ფიზიკური პირის საგრანტო განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, მის მიერ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია სავალდებულოა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge
ან იხილეთ ბმული:https://grants.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98?call=276