ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Venture37) საქართველოს ფერმერთა ასოციასთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ – შემდგომში SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში.
„ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში (SQIL)“ მიზნად ისახავს საქართველოში საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების პროცესში სურსათის უვნებლობის სტანდარტებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. “ფერმიდან-სუფრამდე” პროცესის ფარგლებში, SQIL-ის მიზანია შეამციროს დანაკარგები, გააუმჯობესოს სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი, გაზარდოს პროდუქტიულობა, მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობა და სავაჭრო ურთიერთობები.
მიღებული დაფინანსება ხელს შეუწყობს რძის და საქონლის ხორცის გადამამუშავებლებს (სასაკლაოების ჩათვლით), აგრეთვე, ცხოველთა საკვების და ვეტ პრეპარატების მწარმოებლებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები, წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ბაზრებზე ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მიზნები განხორციელდება სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის ისეთი სისტემების დანერგვითა და სერტიფიცირებით, როგორებიცაა: GMP, HACCP, ISO 22000:2018, FSSC22000, BRCGS და ა.შ.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესოპერატორებს, რომელთა საქმიანობა მოიცავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების გადამუშავებას (მათ შორის სასაკლაოები), ცხოველთა საკვების და ვეტ-პრეპარატების წარმოებას. აღნიშნულ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ დამწყები (ე.წ. „სტარტაპ“) ორგანიზაციები.
ნებისმიერი პროექტის მხარდასაჭერად SQIL-ის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი დაფარავს მხოლოდ სურსათის მენეჯმენტის სისტემის დანერგვასა და სერტიფიცირებაზე გაწეულ მომსახურეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს და არ მოიცავს იმ ნებისმიერ ინვესტიციას, რომელიც დაკავშირებული იქნება არსებული ინფრასტრუქტრის გაუმჯობესებასთან ან შესაბიმისი მანქანა-დანადგარების/აღჭურვილობის განახლება-გამართვასთან.
პროექტის განხორციელება უნდა დასრულდეს 15 თვის ვადაში.
აპლიკაციები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე nkeshelava@landolakes.com, SQILbizops@landolakes.com. 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=463542