თუ გსურთ შემნახველი საწარმოს შექმნა შესაძლებობა გაქვთ მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო.
პროექტი მოიცავს შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების
კომპონენტს.
შემნახველი საწარმოების შექმნა დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი.
მარცვლეულის შემნახველი საწარმოები დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ქალაქ ფოთსა და ბათუმში.
შემნახველი საწარმოების კომპონენტში განაცხადების მიღება დაიწყება 2023 წლის 17 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: