ვიწყებთ ახალი ნაკადისთვის კანდიდატების შერჩევას DEP-ის პროექტში “ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” მონაწილეობის მისაღებად
გსურს უკეთ ისწავლო ადვოკატირება და იზრუნო საკუთარი თემის განვითარებაზე?
გჯერა, რომ ქალებს აქვთ ლიდერობის და პოზიტიური ცვლილებების გამოწვევის ძალა?
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, ქალი ლიდერები სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან ჩაერთვებიან პროექტის შემდეგ აქტივობებში:
უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგები – ქალები ისწავლიან მათთვის მნიშვნელოვანი თემების ადვოკატირებას;
ლიდერობის და მენტორობის ტრენინგები – მონაწილეები დახვეწავენ გენდერულად სენსიტიური ლიდერობის უნარებს და მენტორის მხარდაჭერით იმუშავებენ თემის განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე;
სასწავლო ვიზიტი გერმანიაში- ქალები შეხვდებიან გერმანულ სახელმწიფო ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეცნობიან მათი მუშაობის სპეციფიკას და საუკეთესო პრაქტიკებს;
ლიდერ ქალთა ფორუმი – მონაწილე ქალები შეხვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს, იმუშავებენ მათთვის აქტუალურ თემებზე. ასევე, შეხვდებიან დონორებს და გაეცნობიან განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა შესაძლებლობებს.
მინი გრანტების განხორციელება- პროექტის მონაწილეებს საკუთარი ინციატივების განსახორციელებლად გადაეცემათ 2000 ევროს ოდენობის გრანტები და ექნებათ მენტორის მხარდაჭერა პროექტების გახორციელების პროცესში.
რეგისტრაციისთვის გაყევი ბმულს და გაგვიზიარე პროექტში მონაწილეობის მოტივაცია https://forms.gle/pRjM647rYravBMNC6
აპლიკაციები მიიღება 15 ოქტომბრამდე.
პროექტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება 21 სექტემბერს, 28 სექტემბერს და 5 ოქტომბერს, 19:00 საათზე. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://us02web.zoom.us/j/84844183972
პროექტს „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“, ჩვენი ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ Dep ახორციელებს Rönne-Stiftung – თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.