CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჟურნალისტიკის რესურს-ცენტრთან (JRC) თანამშრომლობით, ჟურნალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვევს ახალგაზრდობის თემატიკაზე, კონკრეტულად კი ახლაგაზრდებს შორის ე.წ. NEET ჯგუფის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში და მისი მიზანია ახალგაზრდების გამოწვევების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. კონკურსი ფოკუსირებულია NEET ახალგაზრდებზე, რაც გავრცელებული განმარტებით ახალგაზრდების ისეთი ჯგუფია, რომელიც არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას, ანდა არ არის აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 საუკეთესო განაცხადი, რომლებიც დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო აუდიო-ვიზუალური მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)
- საუკეთესო აუდიო მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)
- საუკეთესო ტექსტურ-გრაფიკული მასალა (პრიზი: ტექნიკის 800 ლარიანი ვაუჩერი)
კონკურსში მონაწილეობის პირობები
დაინტერესების შემთხვევაში, მიმდინარე წლის 19 თებერვლამდე, საკონკურსო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტებზე ერთდროულად: jrcgeorgia@gmail.com და communications@cenn.org. ელ.ფოსტის სათაურში უნდა იყოს მითითებული „CENN/JRC მედიაკონკურსი“.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: www.shorturl.at/eMSYZ