საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს, ახალქალაქისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მეშვეობით, სასოფლო მობილობის ხელშესაწყობად.
სასოფლო მობილობა გულისხმობს რეგიონის სპეციფიკაციების მიხედვით, ადამიანების საჯარო და ინდივიდუალური სატრანსპორტო გადაყვანის ქსელის/ფორმების განვითარებას, რაც თავის მხრივ ერთმანეთს დააკავშირებს სასოფლო და საქალაქო არეალებს და ადამიანებს გაუადვილებს გადაადგილებას დასაქმებისა და სხვა სახის საჭიროებების გათვალისწინებით.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ საპროექტო განაცხადებს, რომლებიც:
ა) ფოკუსირებულია მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად ქალებზე;
ბ) დაფუძნებულია მობილურობის მხრივ, ადგილზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების კვლევებსა და ანალიზზე;
გ) შეიცავს არსებული პრობლემების გადაწყვეტის მდგრად და მრავალმხრივი თანამშრომლობის (მათ შორის კერძო და საჯარო სექტორის) ფორმებსა და საშუალებებს.
ფინანსური მხარდაჭერის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას შეადგენს: 10 000 – 20 000 ა.შ.შ. დოლარი. პროექტის ხანგრძლიობა არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ასევე იმ ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებს (LAG) და ადგილობრივ სათემო ჯგუფებს (AMAG), რომლებიც დაფუძნდნენ ენპარდის (ENPARD) პროგრამის ფარგლებში.
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს
https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=87153
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი