საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს პროგრამისფარგლებში „სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები“.
კონკურსის მიზანია საქართველოში, გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტებისა და
მომსახურების შექმნის სტიმულირება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, ან რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება დაფინანსების გაცემამდე პერიოდში.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის, გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს.
ასევე,მოთხოვნილი გრანტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ფულადი ფორმით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.
თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები ამავე გვერდზეა განთავსებული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://grants.gov.ge/ka/გრანტები?call=272
ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ივლისის 23:59 საათი.