ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას;
- მათი გადამზადების გზით, დაეხმაროს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 10 ახალგაზრდა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, 1 თვის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, შემდგომ კი მიიღონ საგრანტო დაფინანსება და საკუთარი იდეები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განახორციელონ.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებით როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამის აღწერა მითითებულ ბმულებზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScnWgLs2oKeSt-kdJqkE34zspyX_0GfjhzosLYzY4Ww2aBH9g/viewform
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციას თან უნდა ახლდეს მონაწილის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.