IFES-ს აცხადებს მიღებას KARe (Knowledge, Advocacy, Responsibility, engagement) საზაფხულო ბანაკში.
ეს არის სივრცე, სადაც 18-25 წლამდე ახალგაზრდები ზაფხულის დღეებს სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარებენ.
შეკრება გაიმართება შეკვეთილში მიმდინარე წლის 26-დან 29 ივლისის ჩათვლით.
KARe საზაფხულო ბანაკის მიზანია აქტიური ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების გაზრდა.
3 დღის განმავლობაში, პროგრამის მონაწილეები იმსჯელებენ სამოქალაქო აქტივიზმზე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების როლზე, საარჩევნო სისტემებზე და არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
არაფორმალური მეთოდოლოგიით მონაწილეებს ჩაუტარდებათ თემატური შეხვედრები, თემის შესაბამისი ვორქშოპები და მიეცემათ გუნდური დავალებები.
ბანაკში რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/XwrsmKPVYdJS52H77
სამოტივაციო წერილი, თუ რატომ გსურთ აღნიშნულ ბანაკში მონაწილეობა
ვიდეო, რომელშიც მოგვიყვებით თქვენი პროფესიული გამოცდილების შესახებ და სამომავლო გეგმებზე. ვიდეოს მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წუთი (ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ ტელეფონით და ატვირთოთ YouTube, Vimeo ან რომელიმე ვიდეო პლატფორმაზე. WeTransfer ფაილები არ მიიღება).
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას და დადებითი ემოციების შექმნას, ახალ მეგობრებს.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 ივლისი, 18:00.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან 15 ივლისამდე ელფოსტის მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ტექნიკური მხარდაჭერით.