ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC)“ აცხადებს საგრანტო კონკურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება”.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ იმ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები წარმატებით გაივლიან თვით-მართულ დისტანციურ სასწავლო კურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება.“
ობიექტური მაჩვენებლების (ინდიკატორების) გადამოწმებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და ანალიზის სისტემის გაუმჯობესებაზე; · ანგარიშგების ფორმებისა და მექანიზმების დახვეწაზე. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველი სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ან წარმომადგენლებმა უნდა გაიარონ თვით-მართული დისტანციური სასწავლო კურსი „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება.“ აღნიშნული პირი თუ პირები უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი ორგანიზაციის მონიტორინგისა და შეფასების სისტემაზე და შემდგომ, საგრანტო კონკურსში მათი საპროექტო განაცხადი გამარჯვების შემთხვევაში, უნდა უხელმძღვანელონ პროექტს. სასწავლო კურსსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი პროცედურა სასწავლო კურსსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის შემდეგია: მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება“. რეგისტრაციისათვის იგი უნდა გაყვეს ბმულს „რეგისტრაცია სასწავლო კურსზე (G). (https://forms.gle/KWjowHZjayjqnyuy6)“ რეგისტრაცია სრულდება 2023 წლის 10 მარტს, ღამის 12:00 საათზე.
პროექტების ხანგრძლივობა და ბიუჯეტი პროექტების განხორციელების მაქსიმალური ვადაა 6 თვე. პროექტის ბიუჯეტის ზედა ზღვარი არის 2,000 ევრო (ეკვივალენტი ლარში). პროექტი დაფინანსდება საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები უნდა მოიცავდეს ყველა გადასახადს. შერჩეული საპროექტო განაცხადები დაფინანსდება ეროვნულ ვალუტაში, პროგრამის ფარგლებში შეთანხმებული კურსის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე.
სასწავლო კურსსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს, თიკა დოლიძეს: ელ-ფოსტა: tika.dolidze@ctc.org.ge .
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://www.ctc.org.ge/wp-content/uploads/2023/02/01_RFP-for-PerfLab-grants-2.pdf