ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა იწვევენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“, რომლის ფარგლებშიც ცხადდება საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ახალბედა ანდა სათემო ორგანიზაციებისათვის. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობებისა და ადამიანური უსაფრთხოების გაუმჯობესება.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდებიან ახალბედა და სათემო ორგანიზაციები რომლებიც პასუხობენ ადგილობრივ დონეზე არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებს, გამოვლენილს პრობლემის თანამონაწილეობითი და გენდერულად მგრძნობიარე ანალიზის შედეგად.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა ისეთ გამოწვევებს უმკლავდება, როგორებიცაა ხარისხიან ჯანდაცვასა და განათლებაზე არასათანადო წვდომა, შემოსავლის სტაბილური წყაროების ნაკლებობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც ხშირად სავალალო გავლენას ახდენს მათ საცხოვრებელ პირობებზე.
აღნიშნული ვითარება გათვალისწინებული უნდა იყოს საგრანტო წინადადებაში, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს უნდა დაეთმოს:
- გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
- ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი პერსპექტივების შექმნა.
- მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 23 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია და ტექნიკური დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდებზე:
https://shorturl.at/cjkV7
https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=9688