ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული და Land O’Lakes International Development Georgia (Venture37)-ის მიერ განხორციელებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტების თანადაფინანსებაზე საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდისა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების მიზნით საქართველოში.
თანადაფინანსების პროექტის შერჩევის პროცესი შესაძლებლობას აძლევს მოგებაზე ორიენტირებულ მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების მწარმოებლებს და გადამამუშავებლებს (რძის და ხორცის მწარმოებელი ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოები და სასაკლაოები) წარადგინონ განაცხადები და მიიღონ USDA-ის მხრიდან თანადაფინანსება SQIL-ის მეშვეობით, ღია და კონკურენტული შერჩევის პროცესის პირობებში.
SQIL-ი გეგმავს დახმარება გაუწიოს პროექტებს, რომელთა განხორციელების პერიოდი არ აღემატება 18 თვის ვადას. SQIL-ი უფლებას იტოვებს შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე განაცხადი, დააფინანსოს განაცხადში მოცემული მოთხოვნის ნაწილი, ან არ განახორციელოს განაცხადის თანადაფინანსება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს.
SQIL პროექტის მიერ გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 75,000 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობას ეროვნულ ვალუტაში (₾) და არ უნდა იყოს 10,000 აშშ დოლარზე ნაკლები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 11 ოქტომბერი, 2021, 18:00.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=324929
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი