აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-024 “ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება”.
პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო მოცულობის საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერა, საერთაშორისო სერტიფიცირების, ასევე ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სტანდარტებისა და სისტემების განსახორციელებლად და გასაუმჯობესებლად.
პროგრამის ფარგლებში გაიცემა რამდენიმე გრანტი. თითოეული გრანტის მოცულობაა 100 000 ლარი.
დაინტერესებულმა პირბმა და ორგანიზაციებმა, განაცხადი PDF ან რომელიმე ელექტრონულ ფორმატში უნდა გამოაგზავნონ მისამართზე GESP_Grants@dai.com
ხოლო ელფოსტის თემის ველში აუცილებელია იყოს მითებული RFA-024. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 28 მარტის 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაცვიისთვის იხილეთ ბმული https://www.jobs.ge/en/ads/?view=jobs&id=357594
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი