რუბრიკები მომზადდება კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავებულია პროექტის მიზნების შესაბამისად.
კამპანიის შესახებ: კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ სამი წლის წინ შეიქმნა CSSIGE-ს პროექტის ფარგლებში. იგი ემსახურება სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებათა საქმიანობის ხელშეწყობას (კამპანია სოც. მედიაში www.facebook.com/Thiscountryisyours, კამპანია ტვ-მედიაში https://csogeorgia.org/ge/this-country-is-yours) კამპანია მიზნად ისახავს ამ მიმართულებით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევას. კამპანია დაფუძნებულია სამოქმედო გეგმასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე (https://drive.google.com/).
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“(შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში.
სატენდერო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 27 სექტემბრის 18:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://civilin.org/contest/tenderi-tsentralur-da-regionul-mediashi-samoqalaqo-kampania-es-qveqhana-shenias-regularuli-rubrikis-an-gadatsemebis-seriis-ganthavsebaze/
აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.