USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო, აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებისა და სკოლადამთავრებული ახალგაზრდების (29 წლის ჩათვლით) ერთობლივ სამოქალაქო აქტივობებს მათი სკოლისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ. კონკურსის მეშვეობით, ხელი შეეწყობა ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას, ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე მათ სამოქალაქო ჩართულობას და აქტიური ახალგაზრდების ქსელის ფორმირებას. საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10, 000 აშშ დოლარს.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: ge-grants@ph-int.org. ასევე, განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის, აუცილებლად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდე შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/1nMCUKjfYpa2Mm0dM4n5wT8lcSHr0LQ6U_TgjSLyfeQ4/viewform?edit_requested=true. რეგისტრირებულ პირებს ვაცნობებთ საინფორმაციო შეხვედრის თარიღს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2023
რეგისტრაცია საინფორმაციო შეხვედრაზე: რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/1nMCUKjfYpa2Mm0dM4n5wT8lcSHr0LQ6U_TgjSLyfeQ4/viewform?edit_requested=true
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: