თუ წარმოადაგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული გაქვთ ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge, ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაშენებული კენკროვანი კულტურების ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგროტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზუნველყოფა.
პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის განმახორციელებელია – სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყო და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე.
დეტალური informaciisaTvis ewvieT bmuls: