საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ფარგლებში „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ აცხადებს საგრანტო კონკურსს,
კონკურსის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება-ათვისების, ასევე კომერციალიზაციის გზით, ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულაცია საქართველოში.
საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მოქმედ იმ კერძო და მცირე საწარმოთათვის რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული.
განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ როგორც რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირებსაც, ისე ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში, მათი რეგისტრირება განხორციელდება კონტრაქტის გაფორმებამდე.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტები, ამასთანავე არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90 პროცენტს და 150’000 ლარს.
აუცილებელია, განმცხადებლის მიერ, პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 პროცენტი ნაღდი ფულით უზრუნველყოფა სხვა წყაროებიდან, უპირატესად იყოს კერძო სექტორიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.
თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები განთავსებულია მითითებულ გვერდზე.
https://grants.gov.ge/ka/გრანტები?call=250
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 18 აპრილი.