ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN აცხადებს კონკურსს, ახალგაზრდა პროფესიონალთა სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 10 ახალგაზრდა, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, 1 თვის განმავლობაში იმუშაონ საქართველოში წამყვან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, შემდგომ კი მიიღონ საგრანტო დაფინანსება და საკუთარი იდეები ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განახორციელონ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებით როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://eu4georgia.eu/ka/akhalgazrda-profesionalta-sastipendio-programa/