უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ინიციატივით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას – #აწარმოეუკრაინისთვის. სააგენტო უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემას.
ინიციატივაში ჩართვის მსურველებმა იხილეთ სია შემდეგ ბმულზე https://bit.ly/3HGv3tL
მახასიათებლები: არ უნდა იყოს მალფუჭებადი, არ უნდა იყოს ადვილად მტვრევადი/მსხვრევადი, უნდა ჰქონდეს მცირე ან ნაკლებად მოცულობითი შეფუთვაში.
პროდუქტების სახეობათა შორისაა: საკვები პროდუქტები, ჰიგიენური პროდუქტები; ფარმაცევტული პროდუქცია; პირველადი მოხმარების საგნები; ტანსაცმელი; კარვები; საბნები; მატრასები; საწვავების ავზები, ცხოველთა საკვები და სხვ.
უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისთვის, გთხოვთ შეავსოთ ფორმა – https://bit.ly/3hnb8oL
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე – 1525.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, დაინტერესებულ მხარეებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი