ჩვენ შესახებ

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“

პროექტის აღწერილობა

პროექტი: „ეთნიკური უმცირესობების სოციალური და ეკონომიკური უფლებების
გაძლიერება“

ჩვენი მიზანი: ახალქალაქის, ნინოწმინდის, მარნეულისა და გარდაბნის
მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, ასევე აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და
ეკონომიკური უფლებების გაძლიერება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინფორმაციას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
    მიერ გამოცხადებული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ თქვენთვის
    გასაგებ ენაზე
  • გამოცხადებულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის უფასო
    საკონსულტაციო მომსახურებას ბიზნესგეგმების, საპროექტო და სატენდერო
    დოკუმენტების მომზადებისა და პროგრამების ეფექტურად მართვის
    მიმართულებით
  • უფასო სამართლებრივ დახმარებას, სოციალური და ეკონომიკური დისკრიმინაციის
    შედეგად წარმოქმნილი, უფლებრივი პრობლემების დასაძლევად, რაც მოიცავს:

    • კონსულტაციებს (ა) შრომითი, მიწისა და საკუთრების უფლებები, ბ) ბავშვთა, შშმპ-
      ის, ქალთა, ჯანმრთელობის, განათლებისა და თანასწორი მოპყრობის უფლებები; გ)
      ოჯახური ძალადობა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმების გამოვლინება)
    • სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას
    • დაზარალებულ პირთა სახელით, სამართლებრივი წარმომადგენლობის
      განხორციელებას სახელისუფლებლო ორგანოებში, საერთო სასამართლოების
      სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებში, საქართველოს სახალხო დამცველის
      აპარატთან კომუნიკაციის პროცესში
  • ქალთა, ახალგაზრდათა და შშმ პირთა ჩართულობითი და მმართველობითი
    შესაძლებლობების გაფართოებაზე ორიენტირებული პროგრამების ციკლს,
    სპეციფიური ბიზნეს-ეკონომიკური საჭიროებებისა და ინტერესის
    გათვალისწინებით
  • საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ სემინარებს
    აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, უფლებრივი მდგომარეობის
    გასაუმჯობესებლად
  • საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს, ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს,
    ადგილობრივ დონეზე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში გააზრებული და
    კვალიფიციური ჩართულობის ხელშესაწყობად
  • პერსონალურ კომპიუტერებთან და მობილურ მოწყობილობებთან თავსებად
    ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვან საინფორმაციო-
    ინტერაქტიულ ვებ-პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ხასიათის
    ინტერაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა-რეალიზებისთვის, ასევე თავმოყრილია
    საცნობარო ინფორმაცია და საგანმანთლებლო მასალები
  • მცირე ლოკალური ინიციატივების მხარდაჭერას მოწყვლადი ჯგუფების
    სოციალური და ეკონომიკური ინტერესების სათანადოდ რეალიზებისათვის
  • ანონიმურ ცხელ ხაზს, რომლის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ცენტრისათვის
    ინფორმაციის ანონიმურად მიწოდება თქვენი უფლებების დარღვევის თაობაზე, ისე
    შემდგომი სათანადო დახმარების მოთხოვნა

ცხელი ხაზი +995 598 22 44 66

 

კვლევითი საქმიანობა

აღნიშნული კომპონენტი მოიაზრებს ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი
ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით არსებული
საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, ასევე კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ
სოციალურ-ეკონომიკურ წუხილებზე რეაგირების ფორმებისა და მექანიზმების
შესწავლას.

 

ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური
უფლებების რეალიზების სტატუსის მონიტორინგი, შეფასება და
გასაჯაროვება

აღნიშნული მომართულება მოიცავს:

  • 2014-2020 წ.წ. ადამიანთა უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და
    სამოქმედო გეგმის დიზაინის, იმპლემენტაციისა და შედეგების შეფასებას
  • ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს
    ეთნიკურ უმცირესობათა სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების
    ხელშეწყობის და/ან უგულებელყოფისა და დარღვევის კონტექსტში
  • მიგნებებისა და რეკომენდაციების გასაჯაროვებას, ისევე როგორც ყველა
    დაინტერესებულ მხარესთან მათ ადვოკატირებას.

 

გიცავთ, გეხმარებით, გაძლიერებთ

გუნდი

არნოლდ სტეფანიანი

პროექტის დირექტორი

ალექსანდრა კალატოზიშვილი

ადმინისტრაციული ასისტენტი

სერგო მახარაძე

იურისტი

თამარ ალექსიძე

ექსპერტ-კონსულტანტი

ირინე ცინცაძე

ექსპერტ-კონსულტანტი

რეგიონალური ოფისები

სამცხე-ჯავახეთი

ვაღარშაკ შახბეკიან

ახალქალაქის ცენტრის კოორდინატორი

არმენ ირიციანი

ახალქალაქის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი

აგასინ ზალალიან

ნინოწმინდის ცენტრის კოორდინატორი

ვლადიმირ ზალალიანი

ნინოწმინდის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი

გურგენ ეზოიან

იურისტის ასისტენტი
ქვემო ქართლი

რუსტამ მაილოვი

გარდაბნის ცენტრის კოორდინატორი

სანია ფარუხოვა

გარდაბნის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი

საბინა ტალიბოვა

მარნეულის ცენტრის კოორდინატორი

ნურლან ტალიბოვი

მარნეულის ცენტრის ადმინისტრაციული ასისტენტი

აიჰან გასანოვი

იურისტის ასისტენტი

ქვემო ქართლის რეგიონი

დემოკრატიული კავშირი „მტრედი“ (მარნეული)

Young Life Georgia (გარდაბანი)

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი

ჯავახეთის ჯანსაღი საზოგადოება (ნინოწმინდა)

სამოქალაქო განვითარების ასოციაცია „მომავლის კორპუსი“ (ახალქალაქი)