პროექტი „დანერგე მომავალი“ აცხადებს განაცხადების მიღებას პროექტის თანადაფინანსებაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად, ასევე პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გასაწევად.
პროექტის მიზანია სასოფლო სამეურნეო მიწების ეფექტურად გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით და ადგილობრივი ფიტოსანიტარულად სუფთა ნერგების წარმოების ზრდა.
პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. ფინანსური დახმარება მოიცავს როგორც ფულადი სახსრების გაცემას ნერგების შესაძენად, ან თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოსაწყობად.
დაფინანსდება შესაძენი ნერგების არაუმეტეს 70 %-სა სასოფლო-სამეურნეო კოოპერსტივებისთვის, ხოლო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში 80%.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მრავალწლოვანი კულტურების გაშენების პოტენციალის გათვალისწინებით განაწილების პრინციპი შემდეგია:
ქვემო ქართლი: ვაშლი, ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, გარგარი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ნუში, ბროწეული, მსხალი, ალუბალი, ხურმა, მაყვალი, კომში, ლეღვი, თხილი, ზეთისხილი და ფსტა.
სამცხე-ჯავახეთი: ატამი, ქლიავი, ტყემალი, ბალი, მოცხარი, ხურტკმელი, ჟოლო, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, მაყვალი და კომში.
მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2023 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. აღმოსავლეთ საქართველოში, პროგრამით გათვალისწინებული მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად, 2021 წლის 10 ნოებრიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე shorturl.at/gyZ58
ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, იხილეთ ბმული www.SEREC.ge, ან ეწვიეთ SEREC-ის ცენტრალურ და რეგიონულ ფილიალებს.