კონკურსის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრთა საქმიანობის ხელშეწყობა, რათა რეგიონალური განზომილების ფარგლებში განავითარონ და განახორციელონ ფორუმის პრიორიტეტები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სტრატეგიული პოლიტიკა, ადვოკატირება და შესაძლებლობების განვითარება.
კონკურსის ამოცანებია:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამონიტორინგო და ადვოკატირების სფეროებში შესაძლებლობების განვითარება
- პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ჩართულობის ხელშეწყობა და სახელისუფლებო უწყებების საქმიანობის ანგარიშვალდებულების გაზრდა, მათ შორის საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის, პარტნიორობის წახალისების მეშვეობით
- რეგიონალური განზომილებისა და თანამშრომლობის გაძლიერება ადვოკატირების პროცესზე მონიტორინგის წარმოების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობით, კოალიციების შექმნითა და ნდობის აღდგენით
- სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებით პოლიტიკის ფორმულირების, განხორციელებისა და მონიტორინგის სფეროებში
ლოტები:
- აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების მონიტორინგი, პროდუქტები და შესაბამისი რეფორმები: გრანტის მაქსიმალური ოდენობა (2021-2023) შეადგენს 180 000 ევროს. წლიური გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 60 000 ევროთი.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სტრატეგიული და ადვოკატირების პრიორიტეტები.
გრანტის მაქსიმალური ოდენობა (2021-2023) ერთ კონკურსზე შეადგენს 120 000 ევროს. გრანტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 60 000 ევროთი, ხოლო მინიმალური 20 000 ევროთი.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 სექტემბერი
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://eap-csf.eu/regranting/call-for-project-proposals-re-granting-to-members-lot-1-and-2/
ან მიმართოთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი