ევროპის ფონდი იწვევს განვითარების საწყის(პირველ) ეტაპზე მყოფ, სამოქალაქო
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად.
კონკურსის მიზანია მცირე გამოცდილების მქონე სათემო ორგანიზაციების
ინსტიტუციური გაძლიერება, ასევე ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების მიღების
პროცესში, მათი მონაწილეობის ხელშეწყობა, აქტუალური სათემო პრობლემების
გამოსავლენად და შემდგომ მათ მოსაგვარებლად.
საგრანტო კონკურსის მთავარი ამოცანებია:
- ახლად დაარსებული სსო-ების გაძლიერება მათი ინსტიტუციური განვითარების,
სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სხვადასხვა
დაინტერესებულ მხარესთან პარტნიორობის გზით. - სსო-ების სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების საქმიანობის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და შემდგომ მათ მოსაგვარებლად, მოსახლეობასთან, გამოცდილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობის მეშვეობით.
საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 16 ივლისი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=308864, ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი