2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („ Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) საქართველოს სამ რეგიონში: გურია, კახეთი და ქვემო ქართლი. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.
პროექტის მიზანია დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა სამუშაოს მაძიებელთათვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და
დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით. ასევე, სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე
ახალგაზრდების ხელშეწყობა, სათანადო ცოდნისა და უნარების შესაძენად, რათა შემდგომ შეძლონ დასაქმების არსებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება.
საპროექტო განაცხადების კონკურსის მიზანია, სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის სტიმულირება და მხარდაჭერა, დასაქმების ახალი შესაძლებლობების
შექმნის მიზნით საქართველოს სამ რეგიონში: გურია, კახეთი და ქვემო ქართლი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე ან საშუალო მოცულობის ბიზნეს კომპანიებს, რომელთაც აქვთ მკაფიო ხედვა და მიზნები დასაქმების ახალ შესაძლებლობებთან და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით აღნიშნულ რეგიონებში.
აუცილებელია, ყოველი ინიციატივის ფარგლებში შეიქმნას მინიმუმ 8 სამუშაო ადგილი ერთი წლის განმავლობაში.
განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ქართულ ენაზე. განაცხადზე თანდართულ უცხოენოვან დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
საპროექტო განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: apply@csrdg.ge, სათაურში უნდა იყოს მითითებული საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის. საპროექტო განაცხადების მიღება გაგრძელდება 2023 წლის თებერვლის ბოლომდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://bit.ly/3Ta3mzA