17 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, პროექტ სერეკის ფარგლებში, ადგილობრივი ოფისის ორგანიზებით გაიმართა ექსპერტ თათა ალექსიძის ტრეინინგი. სასწავლო პროგრამის მეშვეობით მონაწილეებს განემარტათ პროექტის ყველა ეტაპის ძირითადი პრინციპები და ასპექტები. მსმენელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც წინმსწრები სამუშაოების, ისე პროექტის შექმნისა და მისი მართვის შესახებ. ექსპერტმა მსმენელებს გადასცა, სასწავლო კურსის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი პროექტის მართვის მეგზური და საპრეზენტაციო მასალა, რაც სამომავლოდ მათ გაუადვილებს დამოუკიდებლად პროექტის როგორც წერას და ისე განხორციელებას.
რეკომენდირებული
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული...
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო,...
25 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა ინოვაციებისა...