უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ ტასოსთან ერთად, იწყებს მიზანმიმართულ ქმედებას საქართველოში მყოფი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელთაც თავიანთი ქვეყნებიდან მოუწიათ თავის დაღწევა ომის, ავტორიტარული რეჟიმისა თუ სასიცოცხლო საფრთხის არსებობის გამო. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ფონდი “Equality Fund”.
პროგრამის თემატური მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს:
- ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები;
- საცხოვრებელთან დაკავშირებული გამოწვევები;
- ლტოლვილებისთვის დალხენის პრაქტიკების შეთავაზება;
- მათი დასაქმების, განათლებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა (სკოლა, ბაღი, პროფესიული განათლება, სასწავლო კურსები);
- ლტოლვილთა საკითხებისა და საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე;
- სხვა საჭიროებები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- საქართველოში რეგისტრირებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იმუშავებენ უკრაინელ ან ბელარუს ქალთა ჯგუფებთან.
- საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 CAD
- პროექტების ხანგრძლივობაა 4-6 თვე.
- პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 სექტემბერი
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მისამართზე: WFsForUkraine@gmail.com
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: WFsForUkraine@gmail.com
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.womenfundgeorgia.org/ka/WhatWeDo/Grantmaking/3623