CSRDG, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”.
კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.
ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული.
პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა – 35,000 ლარს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: aogrants.management@gmail.com
განაცხადების ელ-ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მარტი, 18:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: aogrants.management@gmail.com
კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე www.csrdg.ge.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/yzffbmyf