შვეიცარიის საელჩო საქართველოში იწყებს ახალ მასშტაბურ პროექტს სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ. პროექტი მოიცავს საქართველოს ყველა პროფესიულ კოლეჯს.
შვეიცარიის საელჩო განაგრძობს პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროექტის მესამე ფაზის დაფინანსებას. ახალი პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პროფესიული განათლების გაუმჯობესება, საჯარო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობა და პროფესიული განათლების სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა. სამწლიანი პროექტის მესამე ფაზას განახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია კოლეჯებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: https://vet.ge/ge.