ცხადდება საგრანტო კონკურსი სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების საგრანტო კონკურსის მიზანია დაეხმაროს უფლებამოსილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან პარტნიორობით, მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში მოქალაქეების მონაწილეობის გაძლიერებისა და მუნიციპალიტეტების სოციალური ანგარიშვალდებულების ამაღლებაში.
პრიორიტეტი მიენიჭება იმ იდეებს, რომლებიც ქალების, ახალგაზრდების და ეთნიკური უმცირესობების გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობაზე, ასევე ეფექტური სოციალური ანგარიშვალდებულებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე არის ორიენტირებული.
საგრანტო კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციას, ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან პარტნიორობით.
კონკურსით მოთხოვნილი თითოეული გრანტის ოდენობა არ უნდა იყოს 30,000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს.
საგრანტო კონკურსის არეალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად მოიცავს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს: რუსთავს, მარნეულს, გარდაბანს, წალკას, თეთრიწყაროს, ბოლნისს და დმანისს.
განაცხადის წარსადგენად ბოლო ვადაა კონკურსი 2022 წლის 13 სექტემბერი. საგრანტო პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 10 თვე.
დოკუმენტაცია ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე anna.kebadze@undp.org, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: “Grants for CSOs”. დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=94371
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საკონტაქტო პირი:
ანა ქებაძე, ელფოსტა: anna.kebadze@undp.org; ტელეფონი: 577 22 23 41