ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურს პროექტის „EU4Dialogue (კომპონენტი 2): კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს EU4Dialogue-ის უფრო ფართო პროგრამის მეორე კომპონენტს და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტით დაზარალებული თემების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობასა და ადამიანური უსაფრთხოების გაზრდას.
EU4Dialogue კომპონენტი 2 გვთავაზობს მექანიზმს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ცხოვრების დონის გაუმჯობესებითა და საცხოვრებელი პირობებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობით. ეს მიდგომა გვთავაზობს კონფლიქტის ტრანსფორმაციის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობას. ის სრულად შეესაბამება ევროკავშირის ვალდებულებას, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის ცხოვრება ევროპული სამეზობლოს ფარგლები, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, მიუხედავად ტერიტორიის სტატუსისა რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
EU4Dialogue მე-2 კომპონენტის საგრანტო მექანიზმის საერთო მიზანს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებული თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და ადამიანის უსაფრთხოების გაუმჯობესება, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების პერსპექტივების გაუმჯობესებაზე.
პროექტის სამიზნე ჯგუფია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების მაცხოვრებლები, იძულებით გადაადგილებული პირები და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები
გრანტები გაიცემა ორი ლოტით. პირველი ლოტი დააფინანსებს სათემო ორგანიზაციების ინიციატივებს, რომლებიც ადგილობრივი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ერთობლივი და გენდერულად მგრძნობიარე ასპექტების გათვალისწინებით განისაზღვრება და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე პრიორიტეტული საჭიროებების გადაწყვეტას. მეორე ლოტი გამოავლენს გამოცდილ ორგანიზაციებს იმავე მიზნით ფართომასშტაბიანი გრანტების განსახორციელებლად. საგრანტო კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში თანამშრომლობითი და კოორდინირებული მიდგომის გამოყენებას მიმდინარე ან დაგეგმილ აქტივობებთან მიმართებით. მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში წვლილის შემტანი ინიციატივები წახალისებულია.
ლოტი A – გრანტები სათემო ორგანიზაციებისთვის
ლოტი A-ს ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ისეთი გრანტები, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით. მაგალითისთვის:
- სათემო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალზე და სანიტარულ პირობებზე წვდომის ჩათვლით;
- ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა;
- მოწყვლად/იძულებით გადაადგილებულ პირთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების დაკმაყოფილება;
- შემოსავლის წყაროს მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესება.
ამ ლოტით მხარდაჭერილი ინიციატივები უზრუნველყოფენ „რბილი“ და „მყარი“ ელემენტების ჩართვას, რომლებსაც პრიორიტეტს ანიჭებენ კონფლიქტით დაზარალებული თემები. ნებისმიერ სამუშაოს და მომსახურებას (რემონტი, ავეჯით გაწყობა, აღჭურვა და ა.შ.) უნდა ახლდეს აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფენ თემის ჩართულობას (ცოდნის გაცვლა, ცნობიერების ამაღლება, ტრენინგი და ა.შ.).
გრანტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 12 თვე.
ლოტი A-ს ფარგლებში თითოეული გრანტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 25, 000 აშშ დოლარს.
შემოთავაზებული გრანტების განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები (ხელფასები, მგზავრობა, ოფისი და სხვა საოპერაციო ხარჯები) არ უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი თანხის 25%-ს.
ლოტი A-ს ფარგლებში გამოყოფილი გრანტები გაიცემა სათემო ორგანიზაციაზე, რომელიც:
- ადგილობრივ დონეზე რეგისტრირებულია როგორც არაკომერციული ორგანიზაცია
- ფიზიკურად იმყოფება გრანტის სამიზნე ჯგუფის დაფარვის გეოგრაფიულ არეალში
- აქვს საკმარისი ადმინისტრაციული, ფინანსური და ტექნიკური რესურსი გრანტის განსახორციელებლად
- სასურველია, ჰქონდეს წარსულში დონორებთან მუშაობის კარგი გამოცდილება.
არარეგისტრირებულმა საინიციატივო ჯგუფებმა სასურველია განაცხადი წარმოადგინონ გამოცდილ და რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან ერთად.
საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი. საგრანტო წინადადებები და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: eu4dialogue@undp.org. სათაურის ველში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს ლოტი, რომელზედაც იგზავნება განაცხადი (მაგ: „ლოტი A…“).
სემინარები ჩატარდება 2022 წლის 15 იანვრიდან 10 თებერვლამდე. დაინტერესებულ კანდიდატებს, დამატებითი ინფორმაციის მიღებისა ან დაზუსტების მიზნით, შეუძლიათ დაუკავშირდნენ UNDP-ს შემდეგ მისამართზე: eu4dialogue@undp.org .
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=86775
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი