კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი – საქართველო (CIP Georgia) აცხადებს კონკურსს კარტოფილის ჩითილების სასათბურე მეურნეობის შექმნისა და მოწყობის მიზნით.
კონკურსის მიზანია დააფინანსოს კვალიფიცირებული კომპანიის/კომპანიების ბიზნეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კარტოფილის ჩითილის გამოყვანას და ამ მიზნით სასათბურე მოურნეობის შექმნასა და შესაბამის ტექნიკურ მოწყობას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ ტექნიკური შინაარსის დეტალური ინფორმაცია. კონკრეტულად კი, თუ რა სახის სასათბურე მოურნეობის მოწყობა სურს განმცხადებელს და როგორია მისი ტექნიკური მახასიათებლები.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 28 ნოემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=334991
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი