ევროკავშირის (EU), „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლის განვითარების სააგენტო” (RDA) ახორციელებს „სოფლის განვითარების პროგრამას (UNDP)”.
პროგრამის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ მიმართული მიზნობრივი ღონისძიებები და სექტორში ინვესტიციების მოზიდვა თანადაფინანსების გზით.
პროგრამა ითვალისწინებს იმ ბიზნეს საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნების მიღწევას, მათ შორის: განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას ძირითადად განახლებადი ენერგიების მიერ; ქართული ტრადიციული, ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებას და მომსახურებას და სხვ…
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია შემდეგი მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.
განაცხადები მიიღება 2021 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი