კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, სამინისტროს კომპეტენციების გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება, ინოვაციური სერვისების დანერგვა, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნითღონისძიებების გატარება.
გრანტის მიმღებმა უნდა წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადი კომპეტენციების გათვალისწინებით და უნდა იყოს მიმართული სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ. მაგალითად, ტრენინგების, სამოქალაქო კამპანიების, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების (მათ შორის, ვიდეორგოლების დამზადებით), ასევე, მომსახურების შეთავაზების გზით ან/და ხელშეწყობის პროგრამების დანერგვით, რათა მიღწეულ იქნეს საგრანტო პროგრამის მიზნები.
საგრანტო ვადაა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-6 თვე.
კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, აგრეთვე, ფიზიკურ პირს, რომელიც საქმიანობს საქართველოში.
- საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა თითოეული პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
- განმცხადებელს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება ერთ მიმართულებაზე.
საგრანტო პროექტების წარდგენა შესაძლებელია 30 სექტემბრის ჩათვლით.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://justice.gov.ge/Page/index?code=5a620bfc-08d5-4ff4-b88e-c3e8f7c0d129
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი