2 სექტემბერს SEREC-ის გარდაბნის ოფისის წარმომადგენლები სოფლების მუღანღლოს, აღთაკლიას, ყარაჯალარისა და ყარათაკლიის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. მოსახლეობას გადაეცა ბუკლეტები პროექტისა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციით. სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის ფარგლებში, შეხვედრაზე მოსულთა ყურადღება უფასო იურიდიული და ეკონომიკური კონსულტაციების შესაძლებლობებმა მიიპყრო. იურისტმა დაინტერესებულთა პირველად და ზოგად კითხვებს უპასუხა და მათი ოფისში ვიზიტის კონკრეტული განრიგიც შეათანხმა მსურველებთან.
გარდა მოსახლეობისა, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ამავე სოფლების მერიის წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც პროექტის, ისე მისი მიზნების, სერვისებისა და ეფექტურობის შესახებ, რაც ადგილობრივთა ყოველდღიურობას და ცხოვრებას გააუმჯობესებს.