აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი აცხადებს ღია კარის საგრანტო კონკურსს: იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება საქართველოს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ 5 წლიან USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას საქართველოში ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის ამოცანაა საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება და შემდეგი მიზნების მიღწევა: 1: მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება; 2: მართლმსაჯულებაზე ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის გაძლიერება; 3: მართლმსაჯულების ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება. სამართლის უზენაესობის პროგრამის პირველი მიზნის ერთ-ერთი მთავარ ფოკუსს წარმოადგენს საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესება აკადემიური ინსტიტუტების და სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების მხარდაჭერით. ღია კარის საგრანტო მექანიზმი მხარს დაუჭერს უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ინოვაციურ წინადადებებს და ზემოხსენებული მიზნების მიღწევის მხარდამჭერ პროექტებს. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მიზნად ისახავს იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტთა პრაქტიკისთვის მომზადებას შემდეგი ღონისძიებების მხარდაჭერით: ა) აკრედიტაციის და ეროვნული სტანდარტების გაუმჯობესება ბ) სწავლების და სამართლის კურიკულუმის გაუმჯობესება გ) იურიდიული კლინიკური განათლების განვითარება აღნიშნული კონკურსი არ ვრცელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ უკვე დაფინანსებული პროექტების აქტივობებზე. განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს საქართველოს ნებისმიერ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტმა, რომელსაც აქვს იურიდიული ფაკულტეტი, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც რეგისტრირებულია როგორც არაკომერციული იურიდიული პირი. თბილისში არსებული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სულ მცირე ერთ რეგიონულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩაითვლება პროექტის პლუსად. პრიორიტეტი მიენიჭება იმ განცხადებებს რომელთაც ამ ეტაპზე არ აქვთ მიღებული USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის გრანტი. გრანტის მაქსიმუმი ბიუჯეტი შეადგენს 25 000 აშშ დოლარს, 6-12 თვემდე პერიოდში განხორციელებული პროექტისთვის. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 22 სექტემბერი, 23:59სთ. განაცხადები მიიღება ელექტრონული სახით ქართულ, ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.rolp@ewmi.org. განმცხადებელმა სათაურში უნდა მიუთითოს Open-door Grants on Legal Education. სააპლიკაციო ფორმა და დეტალური აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=410626 დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით იურიდიული განათლების და ადვოკატთა ასოციაციის რეფორმის მრჩეველს ნინო ბალანჩივაძეს, ელფოსტის მეშვეობით: nbalanchivadze@ewmi.org. |