USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს “ინოვაციების და გამოწვევების გრანტებზე“ (ICG). კონკურსის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულნი იქნებიან მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივივობის გაზრდისკენ.
კონკურსის ფარგლებში გაიცემა რვა გრანტი. თითოეულის ბიუჯეტი 10,000-დან 25,000 დოლარამდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე.
საგრანტო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.
განაცხადები მიიღება როგორც ინგლისურ და ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული https://tinyurl.com/5yhstkw7