გამოცხადდა კონკურსი კლაუს ტოეპფერის სტიპენდიის 2023-2025 წლების პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ბუნების დაცვის დარგში მოღვაწე ახალგაზრდებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნებიდან. პროფესიული საქმიანობის პარალელური და კომბინირებული პროგრამა იწყება 2023 წლის ზაფხულში, რომელიც სხვა თემებთან ერთად მოიცავს კონსერვაციის საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასა და სტრატეგიებს, მენეჯმენტის ტრენინგებს, ქსელის განვითარებას და ა. შ.
განაცხადები მიიღება ელექტრონულად მეილზე: ktf@bfn.de
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულებზე: https://www.bfn.de/application
https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/posts/6088038221218843