საერთაშორისო თანამეგობრობა იმყოფება კრიტიკული სტადიაზე, როდესაც კოვიდ -19 პანდემიისა და მისგან მომდინარე მწვავე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა და გამოწვევების ფონზე იზრდება უთანასწორობა, რაც თავის მხრივ საჭიროებს დროულ ადრესირებას.
ზემოაღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გამართვის მიზნით 3- 7 ოქტომბერს გაიმართება გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ახალგაზრდული ფორუმი, სადაც ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა მსოფლიო ლიდერებს გაუზიარონ თავიანთი ხედვები და გადასცენ ახალგაზრდების მიერ შემუშავებული დეკლარაცია.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ სტუდენტებმა და ახალგაზრდა პროფესიონალებმა 18-30 წლამდე, რომლებიც საუბრობენ ინგლისურად და ასევე გააჩნიათ ინტერესი ვაჭრობისა და განვითარების საკითხებთან მიმართებაში.
მიზნები:
- წაახალისოს გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებს შორის და გააძლიეროს მსოფლიოს მასშტაბით მომავალ ლიდერებს შორის კავშირ – ურთიერთობების ქსელი
- ხელი შეუწყოს ინტერაქტიულ დიალოგს ახალგაზრდებსა და მსოფლიო ლიდერებს შორის, რომლებიც მოწოდებულნი არიან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზებაზე
- ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ლიდერებს გააჟღერონ თავიანთი მოსაზრებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრობლემურ საკითხებთან მიმართებაში
- ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ფართო ჩართულობას მდგრადი განვითარების პროგრამებში.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული https://unctad15.org/youth-forum
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი