საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
სოფლის განვითარების მხარდაჭერა: მხარდაჭერა, რათა დაიძლიოს ლოჯისტიკური ხასიათის გამოწვევები საქართველოს რეგიონში, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს მიწოდების ჯაჭვთან მიმართებაში;
ახალი ალტერნატიული ბაზრისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იდენტიფიკაცია; თემის განვითარებისა და ფართო სამოქალაქო საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა
მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა: მოწყვლადი ოჯახებისა და თემების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებული თემების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა და სხვა;
კლიმატურ პირობებზე რეაგირების პოტენციალის გაძლიერება
საპროექტო განაცხადები უნდა იყოს ასახული:
საქართველოს რეგიონები და მიუწვდომელი ლოკაციები;
ევროკავშირის / ჩეხეთის გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარება;
მდგრადობა
მთლიანი საპროექტო ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს: 200 000 – 500 000 ჩეხურ კრონს ან 10,000 – 100,000 ა.შ.შ. დოლარს.
პროექტის განხორციელების ვადებია მარტი/თებერვალი 2024 – ოქტომბერი, 2024.
საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი, 2023.
ბეჭდური სახით საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში მისამართზე: თბილისი ჭავჭავაძის გამზირი 37, მე-6 კორპუსი. ხოლო ციფრული ვერსიის შემთხვევაში ელ-ფოსტაზე Teona_Robakidze@mzv.cz
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ ბმულს: