USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად აცხადებს საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მათი თემების ლიდერებად ან/და მუნიციპალური განვითარების მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება.
საგრანტო პროგრამა დაეხმარება სათემო ორგანიზაციებს სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაში. პროგრამა ხელს შეუწყობს სათემო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას, საქმიანობენ გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებებისაგან გამოწვეული შედეგების შემარბილებელი ღონისძიებებისა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოს ადვოკატირების მიმართულებით.
კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 25 მარტი, 2023 წელი. კითხვების დასმა შესაძლებელია ელ-ფოსტის მეშვეობით grants@cnfageorgia.org
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 14.04.23
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=440929