11 თებერვალს, SEREC-ის ახალქალაქის ფილიალში, კავშირ „ხოდოს“ ინიციატივით გაიმართა ადგილობრივ ბლოგერთა ტრეინინგი, პროექტის ფარგლებში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ტურიზმის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“.
ტრენერებმა კრისტინა მერაბიანმა და ამალია ბაბაიანმა მსმენელებს განუმარტეს თუ როგორ უნდა ემუშავათ ვიზუალური კონტენტის შექმნაზე. ასევე დამსწრეება მიიღეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვაზე, პრომოუტირების სხვადასხვა ინსტრუმენტებზე და სამიზნე აუდიტორიებთან შედეგზე ორიენტირებულ მუშაობაზე. შეხვედრას ესწრებოდა 17 დამწყები ბლოგერი ახალგაზრდა.