საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს ერთერთი პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება 2021 წლის მარტიდან ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით პარტნიორებთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო (YAG).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომელთაც ესაჭიროებათ დამატებითი რესურსები, როგორც ინოვაციური იდეების განსახორციელებლად, ისე მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად.
საგრანტო კონკურსში ჩასართავად საჭიროა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.
განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულოა სათაურში მითითება – დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 28 აპრილი, 18:00 სთ.
დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 28 მარტს 11:00 საათზე და 11 აპრილს 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ: https://us02web.zoom.us/meeting/register/tZ0pcOmtpzkuHdfZWXYaVwdhLS-mWTzTXyhy
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=359898
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი