25 თებერვალს ნინოწმინდის სერეკის ცენტრში გაიმართა შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო პროგრამებით დაინტერესებულ ბენეფიციარებს და მეწარმეებსა და სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების რეგიონალური სამსახურის უფროსს ნანა ზუბაშვილს შორის. ადგილობრივ მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა რეგიონში დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო საგრანტო პროგრამების შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა თემებმა როგორებიცაა: რძის წარმოება, მეფუტკრეობა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და დანამატები, ხეხილი და კენკრა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, მეურნეობებისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა-ფაბრიკების ხელშემწყობი პროგრამები და სხვ.
რეკომენდირებული
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული...
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს PH International საქართველო,...
25 სექტემბერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ გამოაცხადა ინოვაციებისა...