კონკურსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საჭირო ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს მკვლევარებს ხის მოვლისა და ურბანული ტყის ფონდის გამოყენების სფეროებში.
კონკურსის ფარგლებში უნდა ჩატარდეს კვლევა, რომელიც ფოკუსირებული უნდა იყოს ქვემოთ აღწერილ სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე:
- არბოკულტურა (ხის მოვლისა და პატრონობის კულტურა): თეორია და პრაქტიკა
- ხის ჯანმრთელობა
- რისკების შეფასება და შემსუბუქება (რომელიც მოიცავს ხის ხმობისა და სტრუქტურული ერთობლიობის მოშლას)
კონკურსის ფარგლებში, მკვლევარისათვის გასაცემი დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 10 000 ა.შ.შ. დოლარს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ბმული https://treefund.org/researchgrants/kimmel
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი