“ევროპის ფონდი” იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2022 წლის 18 იანვრიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.
ღია კარის საგრანტო პროგრამის შესახებ
ღია კარის საგრანტო პროგრამა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საზოგადოების წინაშე არსებული მწვავე პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები. ღია კარის საგრანტო პროგრამის მეშვეობით ფონდი მუდმივად მზადაა, მიიღოს საპროექტო წინადადებები. პროგრამა ეფექტური საშუალებაა ახალი, ინოვაციური და საპილოტე პროექტების მხარდასაჭერად;
ღია კარის პროგრამა ღიაა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი პროექტისათვის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას და, ამავდროულად, პროექტი ნათლად უნდა წარმოაჩენდეს ადგილზე არსებული კონკრეტული პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს და ადასტურებდეს ამ პრობლემათა პრიორიტეტულობას სანდო მონაცემების საფუძველზე. ამასთან, პროექტის მეთოდოლოგია ნათლად უნდა აღწერდეს ფართო სამოქალაქო ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიებაში, მოქალაქეთა ინტერესების დაცვასა და ცვლილებების განხორციელებაში. პროექტს შედეგად უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ან/და ქვეყნის დონეზე.
საპროექტო წინადადებები განიხილება “ევროპის ფონდის” მრჩეველთა საბჭოს მიერ. გრანტის გაცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდი მიიღებს. განხილვის პროცესში, შესაძლოა, ფონდმა განმცხადებელს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს, განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
შერჩევის კრიტერიუმები
საპროექტო განაცხადების შესაფასებლად, “ევროპის ფონდი” შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
** ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზნებთან და პირობებთან შესაბამისობა;
** პროექტის მეთოდოლოგიის ეფექტურობა, მათ შორის, ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული და შესრულებადი სამოქმედო გეგმის არსებობა, რომელიც მოიაზრებს ადგილობრივი მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის გზების მოძიების პროცესში;
** მოსალოდნელი შედეგების მასშტაბი;
** დასახული მიზნის მიღწევის პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობა;
** რისკ ფაქტორების ანალიზი და მათი შემცირების ეფექტური გეგმა;
** გენდერული და უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, პროექტის საქმიანობებსა და გადაწყვეტილების მიღებაში ქალებისა და მამაკაცების, ასევე უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების თანაბარი ჩართულობისა და პროექტის შედეგებზე მათი თანაბარი წვდომის დასასაბუთებლად;
** ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილება, რაც გულისხმობს: ა) განმახორციელებელი გუნდის ან/და მოწვეული ექსპერტების კვალიფიკაციას; ბ) კონკრეტულ სფეროში პროექტების განხორციელების წარსულ გამოცდილებას; და გ) გრანტის მართვას;
** ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა;
** პროექტის მდგრადობა (პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობასთან და შედეგებთან მიმართებით).
განმცხადებლებმა “ევროპის ფონდში” წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი უნდა წარადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: Open Door Grantmaking)
“ევროპის ფონდის” მისამართი: კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული. ტელ/ფაქსი: (+995 32) 225 39 42/43. საკონტაქტო პირი: ნინო სტავრიდი, პროგრამის მენეჯერი nstavridi@epfound.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს
https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=349616https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=349616
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი