დონორი: იუნას ცენტრი (Yunus Centre)
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 22 თებერვალი, 2022 წელი
გრანტის მოცულობა: 1000 – 10 000 დოლარი
რეფერენსი: Reference URL:https://competitions.yunuscentre.org/sbdc
სოციალური ბიზნეს დიზაინის კონკურსი არის გლობალური პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების სამეწარმეო ინიციატივებს, რომელთა მიზანია, არსებულ სოციალურ პრობლემებთან და გამოწვევებთან ადგილზე გამკლავება. მათ შორის: ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტი, სიღატაკე, უმუშევრობა და ა.შ.
კონკურსი მოწოდებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფ, უნიკალურ, სოციალურად სამართლიან და გონივრულ იმ იდეათა მხარდასაჭერად, რომლებიც გვთავაზობენ სოციალური გამოწვევების შესამსუბუქებლად, კონკრეტულ სოციალურ ბიზნეს მოდელს.
პრიორიტეტულ თემებს შორისაა:
- გარემო და კლიმატური ცვლილება
- მცირე კრედიტი
- სოფლის მეურნეობა
- ტექნოლოგიები და ინოვაციები
- საყოფაცხოვრებო ნარჩენები
- ცირკულარული ეკონომიკა
- ტურიზმი
- წყალი, სანიტარია და ჰიგიენა
- დასაქმება
- სპორტი
- ჯანდაცვა და კეთილდღეობა
წარმატებული სოციალური ბიზნეს იდეა მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას 10 000 დოლარის ოდენობით და „აღიარების სერთიფიკატს“.
- ბიზნეს იდეის ავტორის / ჯგუფის რეგისტრაცია ვებ. გვერდზე. პერსონალური მონაცემების შეყვანა და სოციალური ბიზნეს იდეის წარდგენა.
- გახდი კრეატიული. წარადგინეთ თქვენი სოციალური ბიზნესის სახელწოდება, აღწერეთ პრობლემა, ისევე როგორც თქვენი იდეა. აღწერეთ როგორ აპირებთ ბიზნესის განხორციელებას.
- დეტალური ინსტრუქცია ასახულია საპლიკაციო ფორმაში.
კონკურსი შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
- პირველ ეტაპზე შერჩეული წარმატებული მონაწილეები მიწვეული იქნებიან საინფორმაციო-ინტენსიურ ვორქშოპში, რომელიც მიეძღვნება „სოციალურ ბიზნესის დაგეგმვას“, ისეთი თემების განსახილველად, როგორებიცაა კრეატიულობა და ინოვაციურობა, სოციალური ბიზნეს მოდელები, ბიზნეს იდეის განვითარების მეთოდები.
- შემდგომ ეტაპზე, ვორკშობის მონაწილეებს მიეცემათ 45 დღე, რათა შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით შეიმუშაონ სანდო, რეალისტური და მდგრადი საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული სოციალური ბიზნეს მოდელი.
- მსოფლიო მასშტაბით შერჩეული 20 საუკეთესო მონაწილე მონაწილეობას მიიღებს ვირტუალურ, შესარჩევ ღონისძიებაში.
- თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი, რათა სპეციალურ შემფასებელ კომისიას წარუდგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა. გამარჯვებულ კანდიდატს გამოავლენს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება წარმატებული მეწარმეების, ინვესტორებით, დარგობრივი სპეციალისტებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
- კერძო პირებს ან/და პირთა ჯგუფს, რომელთა ასაკია 12-35 წელი.
- ჯგუფის წევრებს, რომლებიც არიან სტუდენტები / კურსდამთავრებულები / მკვლევარები, გააჩნიათ ბიზნეს იდეა, ან ადრეული სტადიის სტარტაპები.
- სოციალური ბიზნეს ენთუზიასტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს http://competitions.yunuscentre.org/sbdc
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების
სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ
მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის
ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი