8 დეკემბერს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სერეკის ფილიალებში „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან.
ელჩი მუნიციპალიტეტების სიახლეებს გაეცნო და დაინტერესდა იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე ადგილობრივი მოსახლეობა დგას, მათ შორის ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და დასაქმების საკითხები. ყურადღება გამახვილდა კოვიდ19-ის, ვაქცინაციის და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე და პრობლემებზე. დიეგო კოლასმა, „მრავალეროვანი საქართველოს„ წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია „სერეკის“ ფარგლებში ჩატარებული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიმართულნი იყვნენ ეროვნულ უმცირესობათა სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.