საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ანტი-დისკრიმინაციული კულტურის განვითარებას ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში, მათი დაცულობისა და სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების მეშვეობით.
კონკურსის უშუალო ამოცანებია:
- ადამიანის უფლებების დაცულობის თაობაზე ეთნიკური უმცირესობების ცოდნის დონის ამაღლება
- ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი დახმარება
- ცნობიერების დონის ამაღლება ეთნიკურ უმცირესობათა სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
- ცნობიერების დონის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებისათვის ჯანდაცვის სერვისების თაობაზე
საპროექტო განაცხადის ღირებულება არ უნდა აჭარბებდეს 10 000 აშშ დოლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ მხოლოდ საქართველოს რეგიონებში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილეთ ბმული
https://jobs.ge/en/?view=client&client=undp
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი