კონკურსში აპლიკაციების წარდგენა შეუძლია არანაკლებ ორი კურსდამთავრებულისგან შემდგარ გუნდს.
ინდივიდუალური გრანტის მოცულობა შეადგენს 5,000 დან 35,000 აშშ დოლარამდე.
კონკურსისათვის პრიორიტეტული თემებია:
· ამერიკული კულტურისა და ღირებულებების გაცნობა, განსაკუთრებით რეგიონის მცხოვრებთათვის.
· ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერება, ინოვაციების გავრცელების ხელშეწყობა, მეწარმეობის წახალისება, ციფრული ეკონომიკის განვითარება.
· დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება და პოპულარიზაცია.
· სათემო ინტეგრაცია, ინკლუზია და ტოლერანტობის კულტურის განვითარება-პოპულარიზაცია.
· ქალების, ახალგაზრდებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების განვითარება.
· დეოკუპაციის მხარდაჭერა და შერიგების წახალისება.
· პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ კულტურის დაცულობას სასოფლო დასახლებებში, ან მარგინალიზებულ თემებში.
პროექტის ხანგრძლიობაა 12 თვე. საპროექტო ინიციატივების დაწყების თარიღია მიმდინარე წლის სექტემბერი.
დაინტერსებულმა პირებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 24 თებერვლამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov.
დამატებითი ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: