“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საგრანტო კონკურსში “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”.
კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.
კონკურსის ამოცანაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი, 24:00 საათი.
საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლის 20 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com. საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.
კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე https://www.csrdg.ge.
დეტალური ინფორმაცია განაცხადების წარდგენის პროცედურებზე და განაცხადის სრული პაკეტი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/1hDbCnHoUdVKAz99yaxLyy8Wl108PvUmv
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=348817
ან მიმართეთ „უმცირესობათა თემების სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრებს“ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები გაუწევენ დახმარებას.
ახალქალაქი: ჩარენცის ქ. #18/1
ნინოწმინდა: პუშკინის ქ. #49ა
მარნეული: გამსახურდიას ქ. #4
გარდაბანი: ლესელიძის ქ. 1 კვარტალი, 1 კორპუსი